четверг, 24 марта 2011 г.

„ოთარაანთ ქვრივი საერთო ტიპთა გალერეაში“


                                       გაკვეთილის გეგმა:
თარიღი  ____  22.03.1011 წ.
კლასი  ____  XI
საგანი  ____  ქართული ენა და ლიტერატურა.
პედაგოგი  ____  ნაზი ცინცაძე
მოსწავლეთა  რაოდენობა  ____27
გაკვ. თემა  ___  „ოთარაანთ  ქვრივი საერთო ტიპთა  გალერეაში“
მუშაობის  მეთოდი ___  დისკუსია
მიზანი  ____მსჯელობის  უნარის   განვითარება,
                         შეძენილი  ცოდნის  პრაქტიკაში  გამოყენება,
                         ქალის  როლის, დანიშნულების გარკვევა
                         წუთისოფლის  საქმეში.
                         წერითი  უნარ–ჩვევის განვითარება.
სტანდარტთან  შესაბამისობა:  ქართ  XI    1, 2, 3, 4,9.
რესურსები  ____  სახელმძღვანელო,  ილიას  პუბლიცისტური  წერილები,
                                 კომპიუტერი,  ინტერნეტი,  პროექტორი.
აქტივობები  ____            ჯგუფების  ფორმირება
       I ჯგუფი –– მეცნიერები  იმსჯელებენ  ოთარაანთ ქვრივის  ცხოვრების   პრინციპებზე.

      II ჯგუფი –– კრიტიკოსები –– იმსჯელებენ  თუ სად მოუხუჭა ოთარაანთ ქვრივმა წუთისოფელს თვალი

       III  ჯგუფი –– მაძიებლები  იმსჯელებენ  ოთარაანთ ქვრივის  სიკვდილი  ტრაგედიაა  თუ  წუთისოფლის  უსამართლობა.  მოიძიებენ  პარალელებს  საერთო ტიპთა  გალერეადან,  თანამედროვე ცხოვრებიდან  და შეადარებენ  პერსონაჟს  თანამედროვე დედებს.

        IV  ჯგუფი –– მხატვრები ––შექმნიან  ოთარაანთ ქვრივის  სახასიათო  პორტრეტებს.
ერთ–ერთი  მოსწავლე  იწყებს  გაკვეთილს, განმარტავს  თუ რატომ    გადაწყვიტეს  ამ გაკვეთილის ჩატარება.
I ჯგუფი –– მეცნიერები მსჯელობენ  ოთარაანთ ქვრივის  ცხოვრების პრინციპებზე.
II ჯგუფი ––კრიტიკოსები  ერთვებიან  დისკუსიაში  სვამენ  კითხვებს, განსაკუთრებით  საინტერესო კითხვას –– საჭიროა თუ არა დღეს „ტკბილი სიტყვა“
III ჯგუფი –– მოიძიებენ ილიას პუბლიცისტურ წერილებს და წამოჭრილი საკითხებით ამართლებენ თუ  უარყოფენ ოთარაანთ ქვრივის ცხოვრების  პრინციპებს.
კამათის შემდეგ წერენ ესეს:  ოთარაანთ ქვრივი და თანამედროვე დედები.
 ბოლოს  მასწავლებელი აფასებს  თითოეული ჯგუფის  მოსაზრებებს და აჯამებს  გაკვეთილს კითხვით ––– მაინც როგორია  დედაშვილური  ურთიერთობა საქართველოში.




вторник, 8 марта 2011 г.

"მხატვრული კითხვის კონკურსზე"

      2011 წ. 25 თებერვალს გამომეტყველებითი კითხვის კონკურსი ჩატარდა  N2 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გიული ლომაძე და ბიბლიოთეკარი ნატო ჟღენტი.
      კონკურსი მიეძღვნა საქართველოს ოკუპაციის კვირეულს, კერძოდ, 1921 წ. 25 თებერვალს რუსეთის მე–11 არმიის საქართველოში შემოსვლის და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაცემას.
      კონკურსის სახელწოდება იყო  "ლექსი საქართველოზე".
      კონკურსში მონაწილეობა მიიღო ყველა მოსწავლემ ვისაც ამის სურვილი ჰქონდა.
      პირველი ადგილი მე–10ბ კლ. მოსწავლეს სალომე საქარიშვილს ერგო.
      მეორე საპრიზო ადგილზე  მე–11 კლ. მოსწავლე მარიამ გოგიტიძე გავიდა.
      მესამე პრიზიორი მე–11 კლ. მოსწავლე თამარ მჟავანაძე გახდა.
      ამ კონკურსის ფავორიტები გახდნენ: ბესიკ შავიშვილი, ნინო ოთიაშვილი, ილია ოქროპირიძე, ზურა მახარაძე, საბა ესელიძე, თამარ გირკელიძე, დავით მესხიძე, ჯეირან მოწყობილი, თამარ ბერიძე, გიორგი გოგაძე, მერი ოთხოზორია, გიორგი აბულაძე,  მარიამ გოლიაძე, ირაკლი ხალვაში, ნათია მესხიძე, სალომე მესხიძე.






воскресенье, 27 февраля 2011 г.

"ნუ ოდესმე, დამივიწყებთ დავითს". . .

  "დროს როცა უნდა,  თოვს და როცა უნდა ივიწყებს, როცა უნდა, მიდის–თუ არა და ჩერდება, როცა უნდა უძლებს, როცა უნდა გვჩუქნის, გვჩუქნის სიხარულს, ზოგჯერ საოცრებებსაც.
   გინახავთ დაისი გელათში? – გალავანშემორტყმული გელათის მონასტერი გარინდებული ითვლის წამებს, აკადემიის ნანგრევები მერამდენე ღამეს უძლებს. თითქოს მთვარეც ძველია,  მეთორმეტე საუკუნის...  არ არის თითქმის იგი დროის კარგად შემონახული სახსოვარი?
რატომაც არა.
დღესაც რეკენ გელათის გაუბზარავი ზარები... ჩაუქრობლად ანთია სანთლები დავითის საფლავთან. გუგუნებს გელათი...
"ღმერთო, ყოვლისა დამბადებელო, ადიდე შენს მიერ გვირგვინოსანი დავით, აფხაზთა და ქართველთა, ჰერთა და კახთა მეფე, მზე ქრისტიანობისაი,  ამინ!
 ისმის ვედრება წმინდა დავითისა.














  ისმის ვედრება წმინდა დავითისა:
"და თქვენ შემდგომად მომავალნო!... მოიხსენეთ ვედრი ჩემი და ნუ ოდესმე დამივიწყებთ დავითს"...

      სწორედ წმინდა დავითის სახელის მოსახსენებლად შეიკრიბნენ ოკუპაციის კვირეულის ერთ დღეს ქობულეთის N2 საჯარო სკოლის VIგ კლასის მოსწავლეები (ხელ. გიული მჟავანაძე), რადგან თუ გადავრჩით და მოვედით დღემდე დავითის მადლითა და ლოცვით. ჩვენ დავითის ფესვებძე ვართ, იგი ჩვენშია. ამ დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს მომავალ თაობას, "ნუ ოდესმე  დავივიწყებთ დავითს"...
საგალობლის "შენ ხარ ვენახის" ფონზე სასიამოვნო ჰანგებად იღვრება დიდი კონსტანტინეს სიტყვები.
ამაღელვებლად, შთამაგონებლად კითხულობენ თ. მღვდლიაშვილის,  ა.კალანდაძის,  ა. ხაბაზის ლექსებს სკოლის ნორჩი დეკლამატორები  ილია ლაზიშვილი და ბესო შავიშვილი.
მონაწილეებმა  მარი მანელიშვილმა, თამილა ჯინჭარაძემ, გიორგი გოგაძემ, მარი შავიშვილმა, ბარბარე ფედენეევმა,  ანრი ბასილიძემ,  თამარ მინაშვილმა, დავით მემარნემ, ნიკა ჭეიშვილმა, ქეთი თურქიამ  წარმოადგინეს ლიტერატურულ–მუსიკალური კომპოზიცია:  "ნუ ოდესმე  დამივიწყებთ დავითს"...
     ისტორიის კვალდაკვალ  შემოქმედებითად იქნა წარმოჩენილი  დავითის ეპოქა, რვა საუკუნის წინანდელი საქართველო...  დავით IV, აღმაშენებლად წოდებული...
     ღონისძიებას ემოციურობა, მომხიბვლელობა იმანაც შემატა, რომ მუსიკალურ ფონად შერჩეული იყო შესაბამისი საგალობლები,  მელოდიები, რაც ქალბატონ ნარგიზ ლომთათიძის დამსახურებაა.
       ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, მშობლები, მასწავლებლები.
     ღონისძიების დასასრულს  სკოლის დირექტორმა ქალბატონმა  ნარგიზ ბაღიშვილმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და ღონისძიების ხელმძღვანელებს.
     და ბოლოს,  გულისტკივილით აღინიშნა ის, რომ დღეს უჭირს ღვთისმშობლის წილხვდომილ საქართველოს, ისევ ბობოქრობს სატანა, ნიჩბისის ხევი კვლავ ჩახერხილია,
საქართველოს დიდგორი ამჟამად აფხაზეთია. ამ მიზნების მისაღწევად ყოველთვის დაგვიცავს დავით აღმაშენებლის წმინდა სული, რისთვისაც გვჭირდება მეტი სულიერება, ჭეშმარიტი სარწმუნოება. ჩვენში იგივე გენებია, რაც იყო მასში, ჩვენ დიდ წინაპარში.  "მარტიკო, სრულო, სამზეო, ერთცისკროვნებაო" – მხოლოდ წმინდანს შეეძლო ასე ეთქვა.
         ღონისძიება დასრულდა.
     მომავლის რწმენით გაცისკროვნებული, ანთებული სანთლების შუქზე შემოგვცქეროდნენ იმედით სავსე სახეები და ისმოდა ლოცვა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორესი.
             დავით აღმაშენებელმა,  ჩვენმა დიდმა წინაპარმა და დიდმა მეფემ დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
             ღმერთმა დაგოლიცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ თქვენ და სრულიად საქართველო!  ამინ!
                      
                    





среда, 23 февраля 2011 г.

კონკურსი


20.02.2011
 

  ქობულეთის N2 საჯარო სკოლის IT მენეჯერმა ნანა გოგიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერის თანამდებობის მოსაპოვებლად გამოცხადებულ ტესტირებაში. ტესტირება მიმდინარეობდა 30 წუთი ონლაინ რეჟიმში. mes.gov.ge

სკოლებში პირველკლასელთა მიღების წესი დადგინდა


 

 21.02.2011 

      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2011 წლის 1 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, საქართველოს საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციას აცხადებს, ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ბრიფინგი გამართა. 2011 წლიდან სრულიად იცვლება სკოლებში პირველკლასელთა მიღების წესი, პროცესი გამჭირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება. პირველად საქართველოში, ყველა სკოლისთვის პირველკლასელთა განაცხადების მიღების კონკრეტული ვადები დადგინდა, არ მოხდება მშობლის განაცხადის მიღება დადგენილ ვადამდე ან ვადის გასვლის შემდეგ. სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით, რეგისტრაცია იწარმოებს იმ პირველკლასელთათვის ვისი მშობლებიც ასწავლიან ან ვისი დედმამიშვილიც უკვე სწავლობს აღნიშნულ სკოლაში. ყველა სხვა პირველკლასელისთვის რეგისტრაცია 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით იწარმოებს. იმისთვის, რომ ბავშვმა 15 სექტემბერს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი მიიღოს, აუცილებელია მშობელმა დროულად მიაკითხოს შერჩეულ საჯარო სკოლას და დარეგისტრირდეს არა უგვიანეს 15 მაისისა.mes.gov.ge