пятница, 24 декабря 2010 г.

კონკურსი_,,The Best Linguist”

              


       ჩვენი სკოლის მოსწავლეები  მონაწილეობდნენ  3 ტურიან კონკურსში:
                              ,,The Best Linguist”
პირველ ტურში მონაწილეობდა 7 მოსწავლე:
1.      გიორგი ქათამაძე 7 კლ.
2.      ელენე ხვიჩია 7 კლ.
3.       ქეთი გეგუჩაძე 9 კლ.
4.       ნინო ეკიმოვი 9 კლ.
5.      ირაკლი ჭყონია 9 კლ.
6.      ირაკლი წულიკიძე 8 კლ.

მეორე  ტურში  გადავიდა  3  მოსწავლე:
1.      ნინო  ეკიმოვი
2.       ქეთი გეგუჩაძე
3.      ელენე ხვიჩია

ხოლო  მესამე  ტურში გადავიდა ელენე ხვიჩია
მესამე ტური  ჩატარდა  ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში, სადაც  ზესტაფონის, სამტრედიის, ზუგდიდის, ქობულეთისა და ქუთაისის სკოლებიდან 18 კონკურსანტი მონაწილეობდა. კონკურსის მიმდინარეობას აკვირდებოდნენ და დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განათლების ექსპერტი ბენ პილიგრინი,
კონკურსის მეორე ტურში ყველა მონაწილესთან გასაუბრება  live რეჟიმში Skype-ის საშუალებით განხორციელდა. კონკურსის ამ ეტაპს ამიტომაც ეწოდა “skype ტური“. აღნიშნულმა აქტივობამ რეგიონების მოსწავლეებს გაუმარტივა კონკურსში მონაწილეობა. დასკვნით „Blog“ ტურში კონკურსანტებს ევალებოდათ მითითებული თემებიდან აერჩიათ ერთ-ერთი  და შეექმნათ ბლოგი, რომლის ლინკსაც გააგზავნიდნენ moazrovne@17school.ge მისამართზეფინალისტებმა საინტერესო ვარიანტები წარმოადგინეს, ძალზე რთული აღმოჩნდა მათ შორის საუკეთესოთა გამოვლენა.
გამარჯვებულებს შორის არის ჩვენი სკოლის მე–7 ა კლასის მოსწავლე  ელენე ხვიჩია, რომელიც დაჯილდოვდა   4გბ (გიგაბაიტიანი)  ჩიპით,  წიგნებით და  ,,The Best Linguist” დიპლომით.
მისი ბლოგის მისამართია:
www.thehappiestchistmas.blogspot.com

კეთილი იყოს შენი მობრძანება წელო ახალო






საახალწლო ღონისძიებები








VI ბ კლასის საშობაო საღამო_"დიდება მაღალთა შინა ღმეთსა ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება"







                                                                                   


     დღეს ქრისტიანული კალენდარი ქრისტეს შობიდან 2011 წელს ითვლის. იოანე ოქროპირის სიტყვებით, რომ ვთქვათ: სამყაროში ყველაზე დიდ სასწაულს იხსენებენ, განიცდიან, დღესასწაულობენ. მართლაც, უდიდესი და  განუსაზღვრელია სიხარული ქრისტეს შობის დღესასწაულისა. სწორედ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა ქობულეთის N2 საჯარო სკოლის  VI კლასის მოსწავლეების, ,მასწავლებელ, გიული მჟავანაძის მიერ ჩატარებულ საშობაო საღამო.
       ისმის საგალობელი....... საღამო საშობაო მილოცვის ტრადიციით დაიწყო. ქრისტე იშვა, გიხაროდენ! – გვაუწყა ანგელოზებმა სასიხარულო ამბავი. ყველას ყურადღება მიიპყრო მოსწავლეთა ფანტაზიით შექმნილმა ბეთლემის გამოქვაბულმა.
        "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". ამ სიტყვებით გვამცნეს შობის დღესასწაულის შემობრძანება.
          საგალობლის "ალილოს" ფონზე თამილა ჯინჭარაძემ,  მარი მანელიშვილმა, ქეთი თურქიამ, ანრი ბასილიძემ, ანა ბაჟუნაიშვილმა, ხატია დავითაძემ, ზურა მახარაძემ, მარი შავიშვილმა, ბარბარე ფედენეევმა, დავით მემარნემ, თამარ მინაშვილმა წარმოადგინეს  ლეტერატურულ–მუსიკალური კომპოზიცია: "დიდება ქვეყნად მაცხოვრის ხორციელ მობრძანებასა!".
          მოსწავლეებმა "ახალი აღქმის მიხედვით მოგვითხრეს ქრისტეს შობის ამბავი,  ხალხში შემონახული საშობაო ტრადიციები. განსაკუთრებით საინტერესო იყო თქმულება საშობაო ნაძვის ხის შესახებ. " იესო ქრისტეს შობისას დედამიწამ ფერი იცვალა, მხოლოდ ნაძვიღა დარჩა ფერუცვლელი, ნაძვს ეწყინა და ცრემლი გადმოცვივდა. ეს რომ შობის ვარსკვლავმა შენიშნა,  წამოვიდა და ნაძვის თავს ზემოთ დადგა. ამ დღიდან მოყოლებული საშობაო ნაძვის ხეს თავზე სიმბოლურად ბეთლემის ვარსკვლავი ამშვენებს.
         IT მენეჯერ, ნანა გოგიშვილის მიერ, ნაჩვენები იქნა სლაიდები: ქრისტეს შობა, ბეთლემი, მარიამი და ყრმა იოსები, ჰეროდე და მოგვები, მოგვთა თაყვანისცემა, ძღვენის მირთმევა, "მწყემსთა მინდორი".
          შობა არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა, ესაა სიკეთის, სათნოების, კაცთა შორის მშვიდობისა და კაცთმოყვარეობის მქადაგებელთა სიტყვის ზეიმი. გულისტკივილით  აღინიშნა, რომ ღვთისმშობლის წილხვდომილ საქართველოში ჯერ კიდევ ჭრის ამ სიკეთის გამარჯვება, მძლავრობს შუღლი და ბოროტება. ძირძველ მკვიდრთა დევნა  საკუთარი მიწა–წყლიდან.
             საშობაო საგალობლები ჰანგებად იღვრებოდა, იყო ლექსთა ზეობა. ინთება საშობაო სანთლები. ისმის ვედრება ღვთისადმი  "ყოვლად მოწყალე უფალო, აკურთხე გვირგვინი წელიწადისა სიტკბოებით შენითა და ველნი შენნი აღავსენ საპოხით".
            ღონისძიების დასასრულს მოწოდებად გაისმა მომავლის იმედით აღსავსე სიტყვები: "შობას მოაქვს მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", რომელიც ქრისტეს შობის ღამეს იქადაგეს ანგელოზებმა.
              საშობაო საღამოს ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, მასწავლებლები, მშობლები, ქობულეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სასულიერო გიმნაზიის წარმომადგენლები. მამა კირიონმა მიულოცა შობა–ახალი წლის შემობრძანება მოსწავლეებს, საჩუქრად გადასცა საშობაო საჩუქარი ღვთისმშობლის ხატი.
             ქალბატონმა ნარგიზ ბაღიშვილმა მადლობა გადაუხადა მასწავლებელს,  მოსწავლეებს, ყველას ლამაზი, შემოქმედებითი საღამოს ჩვენებისათვის.
               ეს იყო სულიერი ტკბობის, სიმშვიდის მომგვრელი წუთები, რომელმაც დაგვაბრუნა ღმერთთან და  გვასწავლა, რომ ღვთის სიყვარული, ერთობა გადაარჩენს საქართველოს. ღმერთმა ინებოს, ღმერთმა ისურვოს.