понедельник, 19 мая 2014 г.

ბოლო ზარი --- 2014 წელი



 მეთორმეტე კლასელებს 

ვულოცავთ სკოლის 

დამთავრებას!

 ვუსურვებთ გამოცდების

 წარჩინებით ჩაბარებას,

 ჯანმრთელობას,

 წარმატებას და ცხოვრებისეული 

სირთულეების ღირსეულად დაძლევას!


გზას დაგილოცავთ!

четверг, 15 мая 2014 г.

ქობულეთის მუზეუმი

ქობულეთის  მუზეუმში  X-XI  კლასელები  დაესწრნენ  ლექციას  "არქეოლოგია."  არქეოლოგ  გურამ  ჩხატარაშვილმა  მოსწავლეებს  ესაუბრა  არქეოლოგიის  შესახებ, გაანალიზა  ქვის  ხანა  და  გააცნო ქობულეთის  რაიონში  არქეოლოგიური  გათხრების  მასალები


პოეტ დეკლამატორთა კონკურსი

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ნიჭიერი და შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული მოსწავლეების აღმოჩენისა და წახალისების მიზნით ჩაატარა პოეტ დეკლამატორთა კონკურსი.
სამინისტროს მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა მესამე ტურში გამარჯვებული შვიდი სხვადასხვა საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლე, როგორც პოეზიაში ასევე მხატვრულ კითხვაში. 
მათ შორის არის ჩვენი სკოლის მოსწავლე - ილია ლაზიშვილი, რომელმაც  მხატვრულ
 კითხვაში საპრიზო ადგილი დაიკავა.
ქალაქ  ქობულეთის  N2  საჯარო სკოლა ულოცავს ილიას ამ გამარჯვებას!

четверг, 8 мая 2014 г.

"ჩვენი საქართველო"

საქართველოს  დამოუკიდებლობის  დღისადმი  მიძღვნილი  კვირეული  
"ჩვენი  საქართველო"

უცხო  ენათა  კათედრამ  პედ.: ლიკა  მეგრელიძე,  ლილი  დანილოვა,  ნატალია  ჟღენტი__მოამზადეს  მუსიკალურ-ლიტერატურული  კომპოზიცია  "ჩვენი  საქართველო".  ქართულ,  რუსულ,  ინგლისურ  ენებზე  ისმოდა  საქართველოს  სადიდებელი......, სლაიდების  ფონზე კი მოვიარეთ მთელი საქართველო