вторник, 15 мая 2018 г.


მოსწავლეთა კლუბი "ეს ჩემი უფლებაა"

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად სსიპ ილია ჭავჭავაძის ქალაქ ქობულეთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კლუბმა "ეს ჩემი უფლებაა" მიმდინარე წლის 14 მაისს 13:00 საათზე ქობულეთის მუზეუმში "საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის" პროექტის "დამოუკიდებლობა თავისუფლებისათვის" ფარგლებში გამართა პრეზენტაცია. აღნიშნული ღონისძიება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს და ითვალისწინებს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლიან პერიოდში არსებული პროცესების მიმართ, ახალგაზრდების ჩართვას სამოქალაქო საზოგადოების განვითარების და სასკოლო ცხოვრების გააქტიურების საქმეში. კლუბის ხელმძღვანელი, ამავე სკოლის მსოფლიო კულტურის პედაგოგი, ისტორიის აკადემიური დოქტორი მადონა გოგიტიძე აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა მიერ მომზადებული პრეზენტაცია 1918-2018 წლების იმ 18 ძირითან მიღწევასა და ნიშანს მოიცავდა, რის გამოც მოსწავლეები ამტკიცებენ დამოუკიდებლობის აუცილებლობას თავისუფლებისთვის. პრეზენტაციაში მონაწილეობას ღებულობდა სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნარგიზ ბაღიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის, მერიის წარმომადგენელი, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი 
ნათია ნიჟარაძე.














вторник, 8 мая 2018 г.

V ბ კლასში ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია თემაზე "აი ია და შემდეგ ის, რასაც ქართველობა ქვია".


2018 წლის 25 აპრილს სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის №2 საჯარო სკოლაში, V ბ კლასში ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია თემაზე 
"აი ია და შემდეგ ის, რასაც ქართველობა ქვია".
ღონისძიება მოამზადა კლასის დამრიგებელმა ისტორიის პედაგოგმა გიული მჟავანაძემ და მუსიკის პედაგოგმა ანჟელა ოქროპირიძემ.







четверг, 3 мая 2018 г.

გაკვეთილი -- თემა: მ ჯავახიშვილის "მიწის ყივილი" და თანამედროვე ემიგრანტები. პედაგოგი ნაზი ცინცაძე.

მე-9 ბ კლასში ჩატარებული შიდა დაკვირვების გაკვეთილი, თემა: მ ჯავახიშვილის "მიწის ყივილი" და თანამედროვე ემიგრანტები.
 პედაგოგი ნაზი ცინცაძე.