пятница, 16 декабря 2011 г.

გამოსამშვიდობებელი საღამო

            უცხოენის  (ინგლისური)  კათედრამ  გამოსამშვიდობებელი  საღამო  მოუწყო  მოხალისე  პედაგოგს ბრენდენს,  მონაწილეებმა  ინგლისურ  ენაზე  წარმოადგინეს  ინსცენირებები,  იმღერეს,  იცეკვეს,  წაიკითხეს  ლექსები.  ბრენდენმა  განაცხადა,  რომ  მას  ამერიკაში  მიყვება  ამ  ბავშვების  დიდი  სითბო  და  სიყვარული.  აქ  გატარებული  დღეები  დაუვიწყარი  იქნება.  მადლობა  გადაუხადა  ინგლისური  ენის  პედაგოგებს,  დირექციას,  სკოლას,  მშობლებს.....  დასასრულს,  ბრენდენს  გადაეცა  სამახსოვრო  საჩუქრები.








четверг, 15 декабря 2011 г.

"მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა"

    რუსული  სექტორის  ქართული  ენისა  და  ლიტერატურის  მასწავლებელმა  მერი  ბეჟანიძემ  ჩაატარა  ლიტერატურული  საღამო  მიძღვნილი  ილია  ჭავჭავაძისადმი,  თემაზე:  "მარად  და ყველგან  საქართველოვ, მე ვარ  შენთანა".  რუსულ  ენოვანი  სექტორის  მოსწავლეებმა  ქართულ  ენაზე  წარმოგვიდგინეს  ინსცენირებები:  "ქართლის  დედა",  "განდეგილი",  "კაცია  ადამიანი?!",  წაიკითხეს  ლექსები.





  

15.12.11. ---- ხუთშაბათი

        N2  საჯარო  სკოლაში  გაიმართა  რაიონის  კურსდამამთავრებლების, მათი  მშობლებისა  და  პედაგოგების  შეხვედრა  ბათუმის  შოთა  რუსთაველის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  პროფესორ - მასწავლებლებთან,  ისაუბრეს  უნივერსიტეტის  ფაკულტეტების,  სპეციალობების  შესახებ.  წარმოდგენილი  იყო  საუნივერსიტეტო ცხოვრება.....
        დასმულ  შეკითხვებზე  ამომწურავი  პასუხები  გასცეს:  გიზო  ფარცხალაძემ   (საინჟინრო  ტექნოლოგიური  ფაკულტეტის  დეკანი,  პროფესორი),  ვლადიმერ  ღლონტმა   (სოციალურ  მეცნიერებათა,  ბიზნესის  და  სამართალმცოდნეობის  ფაკულტეტის  სრული  პროფესორი,  ეკონომიკის  მეცნიერებათა  დოქტორი),  შოტა  ლამპარაძემ  (აგრარულ  ტექვოლოგიებისა  და  ეკოლოგიის  ფაკულტეტის  პროფესორი,  მეცნიერებათა  დოქტორი),  თეა  ქოიავამ  (განათლებისა  და  მეცნიერების  ფაკულტეტის  ბიოლოგიის  დეპარტამენტის სპეციალისტი),  ნათელა  ცინარიძე, (სტუდენტი),  მალვინა  წერეთელი  (ფილოლოგიის ფაკულტეტი).





вторник, 13 декабря 2011 г.

ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს

            2011  წლის  12 დეკემბერს  ბათუმში,  სასტუმრო  "რედისონში" ჩატარდა  მოსწავლეთა  კონფერენცია  თემაზე -- ჩვენ  ვირჩევთ  ჯანსაღი ცხოვრების  წესს".  კონფერენცია  აჭარის  სკოლების  მოსწავლეთათვის  მოაწყო  აჭარის  ჯანმრთელობისა  და  სოციალური  დაცვის  სამინისტროს  მიზნობრივი  პროგრამის  ფარგლებში  საზოგადოებრივი  დაცვის  ცენტრმა. მონაწილეობდნენ  ბათუმის N1, N2,  N16,  ქობულეთის,  ხელვაჩაურის,  ქედის,  შუახევის  საჯარო სკოლების  IX-XII  კლ. მოსწავლეები.
          ქობულეთის N2 საჯარო  სკოლიდან  წარსდგა  IXა კლ.  მოსწავლე  ილია  ლაზიშვილი - თემა:  "შიდსის  პრობლემა  საქართველოში". (პედაგოგი--მზევინარ  ჩხეიძე). თემამ  მოწონება  დაიმსახურა.