четверг, 26 мая 2016 г.

„რჩეული ქობულეთელი“

    2016 წლის 23 მაისს სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ რჩეულ ქობულეთეთელებთან შეხვედრა გაიმართა. პროექტი „რჩეული ქობულეთელი“ 2012 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანია იმ ადამიანთა გამოვლენა, რომლებმაც საკუთარი შრომით, საქმითა თუ ცხოვრებით გარკვეული წვლილი შეიტანეს მუნიციპალიტეტისა და ხალხის სამსახურში. პროექტის შესაბამისად 2015 წლის „რჩეული ქობულეთელების“ ათეული საზოგადოების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. მათ შორის არის:
    ნარგიზ ბაღიშვილი, ქობულეთის #2 საჯარო სკოლის დირექტორი – სხვადასხვა დროს აქტიურად მონაწილეობდა სასკოლო და სარაიონო ღონისძიებებში. 2010-1014 წლებში იყო ქობულეთის საკრებულოს წევრი, რუსთაველის საზოგადოების რაიონული საბჭოს მდივანი, ისტორიის მასწავლებელთა რაიონული მეთოდგაერთიანების ხელმძღვანელი, ისტორიის მასწავლებელთა მეთოდგაერთიანების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, დასახელებული იყო წლის საუკეთესო მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად, უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლად. მიღებული აქვს საკავშირო მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“, იაკობ გოგებაშვილის სახელობის საიუბილეო მედალი, სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშანი, გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის საპატიო სიგელი, აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი, საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონფერენციებში აქტიური მონაწილეობისათვის დიპლომები და სიგელები.






пятница, 13 мая 2016 г.

შიდა სასკოლო შეჯიბრება

შიდა სასკოლო შეჯიბრება კალათბურთში (პედაგოგი ინეზა ნიჟარაძე)
გამარჯვებული IX გ კლასი



გაკვეთილი-პროექტი

გაკვეთილი -პროექტი,  ბუნებისმეტყველება, VIIკლასი, თემა: უჯრედი
პედაგოგი ნაილი ონიანი