воскресенье, 22 апреля 2018 г.

კლუბის "ეს ჩემი უფლებაა" წევრების სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია თბილისში საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში.


ამ/წლის 20 აპრილს ჩვენი სკოლის მოსწავლეთა კლუბის "ეს ჩემი უფლებაა" წევრები სასწავლო-შემეცნებითი მიზნით იმყოფებოდნენ თბილისში საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში. მათ ლექცია ჩაუტარა სახალსო დამცველმა ქალბატონმა ნინო ლომჯარიამ, მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ეკატერინე სხილაძემ. მათ ასევე მოსწავლეებისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრეს და შეკითხვებზეც უპასუხეს. მოსწავლეები თბილისში სახალისო საბუნებისმეტყველო მუზეუმს "ექსპერიმენტორიუმსაც" ეწვივნენ, მოინახულეს ცნობილი ისტორიული ძეგლები მცხეთაში სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი და სამთავროს ტაძარი. მოსწავლეები იმყოფებოდნენ სამების ტაძარშიც. კლუბი გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის #2 საჯარო სკოლის დირექტორს და ადმინისტრაციას.

ამ ექსკურსიას ხელმძღვანელობდნენ ქობულეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მადონა გოგიტიძე და ნინო მახარაძე.












четверг, 19 апреля 2018 г.

მსოფლიო კულტურის ისტორიის პედაგოგმა მადონა გოგიტიძემ X ბ კლ. ჩაატარა შიდადაკვირვების გაკვეთილი - თემა: "კულტურული შოკი"

მსოფლიო კულტურის ისტორიის პედაგოგმა მადონა გოგიტიძემ X ბ კლ. ჩაატარა შიდადაკვირვების გაკვეთილი - თემა: "კულტურული შოკი"








ესეების კონკურსში "რატომ ნატო"-კლუბი "ეს ჩემი უფლებაა"

ქობულეთის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მარიამ ჯინჭარაძე კლუბ "ეს ჩემი უფლებაა" წევრი (ხელ: მასწავლებელი მადონა გოგიტიძე) მონაწილეობდა ნატოს დღეების ფარგლებში ბათუმში ჩატარებული ესეების კონკურსში "რატომ ნატო". მარიამის ნამუშევარმა მოწონება დაიმსახურა, გადაეცა სერთიფიკატი. მარიამს და მის პედაგოგს ქ-ნ მადონას ვულოცავთ, ვუსურვებთ წარმატებებს.


пятница, 13 апреля 2018 г.

ჯემალ ქათამაძის დაბადების 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ქართული ენის კლუბის ღონისძიება

ჯემალ ქათამაძის დაბადების 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ქართული ენის კლუბის ღონისძიება (ხელმძ. გიული ლომაძე)











ქართული ენის გაკვეთილი რუსული სექტორის VIII კლასში (პედაგოგი მერი ბეჟანიძე)




ქართუ
ლი ენის გაკვეთილი რუსული სექტორის VIII კლასში 
(პედაგოგი მერი ბეჟანიძე)