вторник, 28 октября 2014 г.

„დიდი კონფერენციის, პატარა დელეგატი.“


 პირველად, დამოუკიდებლად უცხო ხალხში, უცხო ენა, უცხო გარემო და უამრავი ცნობილი ადამიანი...  ამ ყველაფრის შემხედვარე მიჩნდება კითხვა, როგორ მოვხდი აქ. მინდა გავიხსენო ის ამბები, რამაც ამდენ, ახალ გამოცდილებებთან  მომიყვანა.

     2014 წლის 6-8 ივნისს  „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის“ - საქართველოს პარლამენტის მოდელირების - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, გავხდი დელეგატი.
    26-28 ივნისს კი,
“Yes Georgia”-ს მიერ ჩატარებულ „სახელმწიფოს მოდელირებაში“ - გავხდი დელეგატი როგორც სოციალისტი. - ეს იყო ჩემთვის პირველი და ნაყოფიერი კონფერენციები, რომელშიც ვმონაწილეობდი. შემდგომ კი, „MUNREFROM”-ის მიერ გამოცხადებულ „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოდელირებაში“, რომელიც ტარდებოდა თურქეთის ქალაქ სტამბულში - გავგზავნე საცდელი აპლიკაცია, სადაც ერთი თვის შემდგომ მომივიდა დადებითი პასუხი - კონფერენციაში მონაწილეობისთვის. გავიარე რამდენიმე ეტაპი, საბუთები მოვაწესრიგე და გავემგზავრე სტამბულში 2-აგვისტოს, სრულიად მარტო.
    რთულია როცა სრულიად მარტო ხარ უცხო ქვეყანაში, თანაც ჯერ კიდევ როცა არასრულწლოვანი ხარ და იცი რომ არავინ იქნება იქ შენი ქვეყნიდან.
მახსოვს, როგორ ჩავფრინდი ათათურქის აეროპორტში და ვიგრძენი, რომ ჩემით უნდა გამეკვლია გზა, მშობლების და მეგობრების დახმარების გარეშე. ამ დროს უკვე იწყებ ხალხის შეწუხებას, კითხვას, სად რა არის, როგორ უნდა მიხვიდე გარკვეულ ადგილას, რა უნდა გააკეთო, ეს ყველაფერი კი შეუდარებელი შესაძლებლობაა საკუთარი თავის გამოსაცდელად.
    უბრალოდ, უცნაური შეგრძნებაა, როდესაც საქართველოდან, სადაც ბევრი ნაცნობი გყავს, უცებ სრულიად სხვა გარემოში და ქვეყანაში ჩნდები,  სადაც თავის ხელახალი წარმოჩენა დამჭირდა, ახალ გარემოში დასამკივრებლად.
    ვინაიდან კონფერენციამდე 2 დღით ადრე ჩავფრინდი (ფრენის განრიგის გამო), ამიტომ პირველი 2 დღე, გაეროს გენერალურ მდივანთან დავრჩი, საკუთარ სახლში, სადაც თავისი ინიციატივით მიმიპატიჟა.
   4 აგვისტოს კი, დილაადრიანად გადავედი კამპსუსის რეზიდენციაში და იქ დავბინავდი, შემდგომ მოგვაკითხა სპეციალურმა ავტობუსმა და გადაგვიყვანა სტამბულის უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში.
    ჩემი ცოდნის და გამოცდილების მიხედვით, გამანაწილეს გაეროს გენერალურ ასამბლიაზე, შევედი საკონფერენციო დარბაზში, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები გავიცანი, ერთმანეთს გავაცანით საკუთარი ქვეყნები, კულტურა და მცირე ისტორია. განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდათ ქართულ ანბანზე, ქაღალდებზე მაწერინებდნენ ქართული ასოებით სხვადასხვა ტექსტებს, ძალზედ მოსწონდათ ჩვენი ანბანი და ამბოდნენ რომ მსგავსი დახვეწილი ასოები არსად ენახად.
    კონფერენცია, გახსნის ცერემონიით დაიწყო, შემდგომ კი თითოეული ქვეყნის დელეგაციამ - სიტყვით გამოვედით ტრიბუნაზე. შემდგომ, განვიხილეთ მრავალი საჭირბოროტო საკითხები, გაეროს თიეთოეული ქვეყნის მოსაზრებები მოვისმინეთ და ვიმსჯელეთ, საბოლოოდ კი ვაკეთებდით  დასკვნებს და პრობლემიდან გამოსავალს ვეძებდით.
    კონფერენციამ, მასწავლა სხვისი აზრის პატივისცემა, მოსმენა და შემდგომ საპირისპირო აზრის სწორად დაფიქსირება, კომუნიკაბელურობა და რაც მთავარია, უფრო ხვეწავ უცხო ენას, სწავლობ მრავალ ახალ სიტყვებს და ცდილობ შენც დააფიქსირო საკუთარი აზრი თამამად და მიიღო რჩევები და გაითვალისწინო ისინი.
    ყოველი დღე საინტერესო და სიახლით აღსავსე იყო.. 10-მა სტამბულში გატარებულმა დღემ, ძალიან დიდი ცოდნა შემძინა, მომცა გამოცდილება და შემახვედრა უამრავ ადამიანებს, შევიძინე მრავალი უცხოელი მეგობარი და დღემდე ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს სოციალურ ქსელში. 



გიორგი ქათამაძე   













Комментариев нет:

Отправить комментарий