пятница, 29 апреля 2011 г.

პატივგების საღამო: "მასწავლებელო, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ!"










            სწორედ ამ სახელწოდებით  ჩატარდა  ჩვენს  სკოლაში  2011 წლის 25  მარტს  საღამო,  რომელიც   წლების  განმავლობაში  მასწავლებლობაში,  მომავალი  თაობის  აღზრდასა და დაფრთიანებაში  დახარჯულ  ღვაწლმოსილ  პედაგოგებს:  ლელი  წიტაიშვილს,  მეშური  ბეჟანიძეს,  ნათელა  ლომაძეს,  მერი  ჭანტურიშვილს, ლამარა გოგელიას,  ნანული  ვერულიძეს,  მადონა  ანდღულაძეს...............  მიეძღვნა. გაიხსენეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს N7 საშუალო სკოლის დირექტორის, ღირსების ორდენის კავალერის, ქ–ნ ლეილა მეგრელიძის ხსოვნას, მასთან ერთად კი ის მასწავლებლებიც არ დაივიწყეს, რომლებმაც სულ რამდენიმე წლის წინ დატოვეს ეს ქვეყანა და სასუფეველში განისვენეს (ქეთო შავიშვილი, ელეონორა ბორჩხაძე და  და მაია სმოიანი ).
ლიტერატურული კომპოზიცია  მოამზადა  სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელმა  თამარ  გოგიტიძემ,  რომელმაც  უფროს  თაობას ( სხვათა შორის  ისინი მისი აღმზრდელებიც იყვნენ)   სიყვარული,  სითბო  და  ალერსი  აჩუქა. 
მოსწავლეები  თითქმის  საათის  განმავლობაში  მასწავლებლებზე  დაწერილი  ლექსებით,  გამონათქვამებითა და სიტყვებით  ეფერებოდნენ აღმზრდელებს, გულწრფელად უხდიდნენ  მადლობას  გაწეული  შრომისთვის,  აუნაზღაურებელი  გარჯისათვის,  "ამ მადლიან მადლისთვის, გმადლობთ, მასწავლებელო!","მასწავლებელი ყველა კაცზე დიდი კაცია!" – ერთმანეთს ცვლიდა პატივისცემითა და მადლიერებით სავსე სიტყვები.   დიახ,  მოწვეული სტუმრები  ნამდვილად  იმსახურებდნენ  ამას,  მათ ხომ  ნახევარზე მეტი  ქობულეთელის  აღზრდასა  და  პიროვნებად  ჩამოყალიბებაში  მიუძღვით წილი. იხარეთ, იდღეგრძელეთ მადლიანო , ღვაწლმოსილო პედაგოგებო, ჩვენ კიდევ მზად ვართ თქვენი სწავლა მივიღოთ , მასწავლებლებო, ჩვენ ისევ გისმენთ... 

среда, 13 апреля 2011 г.

вторник, 12 апреля 2011 г.

ჩვენი გამარჯვებულები

დასავლეთ  საქართველოს  მე–4  ღია ჩემპიონატი  უშშ–ში  და  ტაო ლუ–ში  პირველი და მეორე  ადგილის  მფლობელები,  ჯემალ  ირემაძე  და დავიტ  ვოიჩუკი  დაჯილდოვდნენ  დასავლეთ  საქართველოს  უშუს  ფედერაციის  მიერ  დიპლომებით,  ოქროსა  და ვერცხლის  მედლებით


понедельник, 11 апреля 2011 г.

VI ბ კლასის ღონისძიება

1989 წლის სისხლიანი კვირა___9 აპრილი




                                                                              






ფრანკოფონიის დღისადმი მიძღვნილი ფრანგულენოვანი სკოლების ფესტივალი

5–6  აპრილს  ქ.  ზუგდიდში  ჩატარდა   ფრანკოფონიისადმი   მიძღვნილი  ფრანგულენოვანი  სკოლების  ფესტივალი  საფრანგეთის  საელჩოს  ეგიდითა  და  პრინცესა  ვერონიკა  მიურატის  პატრონაჟით. ამ ფესტივალში  მონაწილეობა  მიიღო  ჩვენი  სკოლის  ორმა  მოსწავლემ  თამარ  გირკელიძემ  ( XI კლ)  და  გვანცა  მემარნემ  (Xკლ ) სიმღერით "იავნანა". ჯგუფს ხელმძღვანელობდა  ფრანგული ენის პედაგოგი  მანანა ჩიტაძე. ფესტივალის დღეებში მოეწყო  ზუგდიდის დადიანების მუზეუმში ექსკურსია,   მიურატებთან შეხვედრა და სამახსოვრო  ფოტოების გადაღება პრინც და პრინცესა მიურატებთან.  დავმეგობრდით  ბათუმის  N2  საჯარო სკოლისა და ფოთის  N5  საჯარო  სკოლის მოსწავლეებთან. ამ ფესტივალმა  წარუშლელი  შთაბეჭდილება დატოვა  თითოეულ მონაწილზე.

                                                                         5–6  აპრილი  2011 წ.
                                                                               ქ. ზუგდიდი