понедельник, 5 марта 2018 г.

ექსკურსია ქ. თბილისის ექსპერიმენტორიუმში__სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში--პედაგოგი ნინო მახარაძე


2018 წლის 22 თებერვალს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ქობულეთის N2 საჯარო სკოლის IX-X-XI კლასების ნაკრებმა ჯგუფმა ამავე სკოლის ქიმიის პედაგოგის ნინო მახარაძის ხელმძღვანელობით ჩაატარა ექსკურსია ქ. თბილისის ექსპერიმენტორიუმში__სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში--სადაც მოსწავლეები შეეჯიბრნენ სახალისო ქიმიის ექსპერიმენტების ჩატარებაში.

გაიმარჯვა მეგობრობამ
















пятница, 2 марта 2018 г.

გენდერული თანასწორობა XXI საუკუნეში


2018 წ. 17 თებერვალი.
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის #2 საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: "გენდერული თანასწორობა XXI საუკუნეში". მონაწილეობდნენ IX-XI კლასის მოსწავლეები. კონფერენცია მოამზადა და ჩაატარა სკოლის ჰუმანიტარულმა კათედრამ ( პედაგოგები თამარ გოგიტიძე, ნაზი ცინცაძე). კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 14 ნამუშევარი.კონფერენცია გახსნა და გენდერულ თანასწორობაზე ილაპარაკა ლიდერობის აკადემია 2 მოდული 6-ის (თანასწორობის საკითხები) მონაწილემ, სკოლის ფასილიტატორმა ია ემინაძემ.
საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ ევა გვანცელაძე, ნინი ქათამაძე, მიხეილ მორალიშვილი, ციალა ხაბაზი, გვანცა დედოფალიძე, ნანი ფიფია, მარი ცეცხლაძ, ელენე ნიჟარაძე, გიორგი ქათამაძე, თამუნა ზოიძე, ნანა გოგუა, თემურ შაქარიშვილი, საბა მეგრელიძე.....
პედაგოგმა თამარ გოგიტიძემ შეაჯამა და შეაფასა კონფერენცია, გააკეთა ანალიზი და დასკვნები, თუ როგორ ესმით XXI საუკუნის ახალგაზრდებს გენდერული თანასწორობა....
სკოლის დირექტორმა ნარგიზ ბაღიშვილმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და პედაგოგებს კონფერენციის მომზადებასა და ჩატარებაში, მოსწავლეთა აქტიურობისათვის





















.

четверг, 1 марта 2018 г.


12 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის 2018 წ. აჭარის ჩემპიონი ჭადრაკში ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ეკატერინე ცივაძე.
გილოცავთ ეკა!!!