понедельник, 25 апреля 2016 г.

გაკვეთილი პროექტი

19 აპრილს ქობულეთის N2 საჯარო სკოლის 11ა კლასის მოსწავლეებმა ინტეგრირებული (ქართულ-რუსული) პროექტი გაკვეთილი ჩაატარეს. ეს იყო სამ თვიანი პროექტის შეჯამება სახელწოდებით "ჩვენ და რომანტიკოსები".  გაკვეთილი კვლევით ხასიათს ატარებდა, რომელიც იყოფოდა რამდენიმე ნაწილად: პრეზენტაცია, "ჩვენ ვწერთ ესეს", "ჩვენ ვკითხულობთ ლექსებს" და თვითშეფასება. აქვე იყვნენ მოწვეულნი კონპეტენტური ჟიური, ქართული და რუსული კათედრის წარმომადგენელი პედაგოგები. პროექტის იდეის ავტორი და სულის ჩამდგმელნი იყვნენ: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გიული ლომაძე და რუსული ენა-ლიტერატურის პედაგოგი იამზე ყულეჯიშვილი. ჟიურის შეფასების შემდეგ დაისახა საინტერესო სამომავლო მიზნები.



















Комментариев нет:

Отправить комментарий