четверг, 25 декабря 2014 г.

მოსწავლეთა თვითშემოქმედება


I კლასი-პედაგოგი ნია ჯოჯუა

"ჩვენ ვლაპარაკობთ ინგლისურად"


ინტელექტუალური შოუ__III კლასი, პედაგოგი მარინა ქარცივაძე

"ჩვენ ყველაფერი ვიცით"






საბუნებისმეტყველო კათედრა, პედაგოგი ნანა ბარამიძე

"დავამარცხოთ შიდსი"


ნაზი მიქელაძე IV კლასი___"შემოდგომის ზეიმი"


აზერბაიჯანის განათლების სისტემის დელეგაცია ჩვენს სკოლაში


пятница, 28 ноября 2014 г.

четверг, 20 ноября 2014 г.

ოლიმპიადაში გამარჯვებულის თათია თავდგირიძის სელფი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან

ოლიმპიადაში გამარჯვებულის თათია თავდგირიძის სელფი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან




შეხვედრები პრეზიდენტის სასახლესა და უზენაეს სასამართლოში


2014 წლის 18 ნოემბერს სასამართლოს ოლიმპიადის გამარჯვებულები საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდნენ, სადაც მათ შენობის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ. 

შემდგომ შეხვედრა მოეწყო საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც მათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი კონსტანტინე კუბლაშვილი შეხვდა.














среда, 19 ноября 2014 г.

გაკვეთილი - სემინარი VII კლასში

რუსული სექტორის ქართული ენისა და ლიტერატურის ღია გაკვეთილი -- სემინარი 
"იაკობ გოგებაშვილი"
კლასი: VII
     პედაგ: მერი ბეჟანიძე 

  

четверг, 13 ноября 2014 г.

კონკურსი გაკვეთილი

ინტეგრირებული გაკვეთილი-კონკურსი "ყველაფერი წინგზე, ყველაფერი წიგნით" 


(VIა-VIბ კლასები)

გუნდის კაპიტნები:   ც. ხაბაზი, ლ. ზოიძე.
პედაგოგი:     ნ. ცინცაძე



четверг, 6 ноября 2014 г.

გაეროში საქართველოს წარმომადგენელი - გიორგი ქათამაძე

მეთერთმეტე საერთაშორისო კონფერენცია -
 "საქართველოს ევროპული გზა". 
ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის 
მოხალისეები.


"IUMUN 2014" - გაეროს მოდელირება სტამბოლი 2014,
საქართველოს წარმომადგენელი -
გიორგი ქათამაძე.





საქართველოს პარლამენტის მოდელირების - ზაფხულის სესია.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი
გიორგი ქათამაძე.





გაეროში, საქართველოს წარმომადგენლის
გიორგი ქათამაძის ვიზიტი,
აჭარის ტელევიზიის - "დილის ტალღა"-ში.




вторник, 28 октября 2014 г.

„დიდი კონფერენციის, პატარა დელეგატი.“


 პირველად, დამოუკიდებლად უცხო ხალხში, უცხო ენა, უცხო გარემო და უამრავი ცნობილი ადამიანი...  ამ ყველაფრის შემხედვარე მიჩნდება კითხვა, როგორ მოვხდი აქ. მინდა გავიხსენო ის ამბები, რამაც ამდენ, ახალ გამოცდილებებთან  მომიყვანა.

     2014 წლის 6-8 ივნისს  „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის“ - საქართველოს პარლამენტის მოდელირების - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, გავხდი დელეგატი.
    26-28 ივნისს კი,
“Yes Georgia”-ს მიერ ჩატარებულ „სახელმწიფოს მოდელირებაში“ - გავხდი დელეგატი როგორც სოციალისტი. - ეს იყო ჩემთვის პირველი და ნაყოფიერი კონფერენციები, რომელშიც ვმონაწილეობდი. შემდგომ კი, „MUNREFROM”-ის მიერ გამოცხადებულ „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოდელირებაში“, რომელიც ტარდებოდა თურქეთის ქალაქ სტამბულში - გავგზავნე საცდელი აპლიკაცია, სადაც ერთი თვის შემდგომ მომივიდა დადებითი პასუხი - კონფერენციაში მონაწილეობისთვის. გავიარე რამდენიმე ეტაპი, საბუთები მოვაწესრიგე და გავემგზავრე სტამბულში 2-აგვისტოს, სრულიად მარტო.
    რთულია როცა სრულიად მარტო ხარ უცხო ქვეყანაში, თანაც ჯერ კიდევ როცა არასრულწლოვანი ხარ და იცი რომ არავინ იქნება იქ შენი ქვეყნიდან.
მახსოვს, როგორ ჩავფრინდი ათათურქის აეროპორტში და ვიგრძენი, რომ ჩემით უნდა გამეკვლია გზა, მშობლების და მეგობრების დახმარების გარეშე. ამ დროს უკვე იწყებ ხალხის შეწუხებას, კითხვას, სად რა არის, როგორ უნდა მიხვიდე გარკვეულ ადგილას, რა უნდა გააკეთო, ეს ყველაფერი კი შეუდარებელი შესაძლებლობაა საკუთარი თავის გამოსაცდელად.
    უბრალოდ, უცნაური შეგრძნებაა, როდესაც საქართველოდან, სადაც ბევრი ნაცნობი გყავს, უცებ სრულიად სხვა გარემოში და ქვეყანაში ჩნდები,  სადაც თავის ხელახალი წარმოჩენა დამჭირდა, ახალ გარემოში დასამკივრებლად.
    ვინაიდან კონფერენციამდე 2 დღით ადრე ჩავფრინდი (ფრენის განრიგის გამო), ამიტომ პირველი 2 დღე, გაეროს გენერალურ მდივანთან დავრჩი, საკუთარ სახლში, სადაც თავისი ინიციატივით მიმიპატიჟა.
   4 აგვისტოს კი, დილაადრიანად გადავედი კამპსუსის რეზიდენციაში და იქ დავბინავდი, შემდგომ მოგვაკითხა სპეციალურმა ავტობუსმა და გადაგვიყვანა სტამბულის უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში.
    ჩემი ცოდნის და გამოცდილების მიხედვით, გამანაწილეს გაეროს გენერალურ ასამბლიაზე, შევედი საკონფერენციო დარბაზში, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები გავიცანი, ერთმანეთს გავაცანით საკუთარი ქვეყნები, კულტურა და მცირე ისტორია. განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდათ ქართულ ანბანზე, ქაღალდებზე მაწერინებდნენ ქართული ასოებით სხვადასხვა ტექსტებს, ძალზედ მოსწონდათ ჩვენი ანბანი და ამბოდნენ რომ მსგავსი დახვეწილი ასოები არსად ენახად.
    კონფერენცია, გახსნის ცერემონიით დაიწყო, შემდგომ კი თითოეული ქვეყნის დელეგაციამ - სიტყვით გამოვედით ტრიბუნაზე. შემდგომ, განვიხილეთ მრავალი საჭირბოროტო საკითხები, გაეროს თიეთოეული ქვეყნის მოსაზრებები მოვისმინეთ და ვიმსჯელეთ, საბოლოოდ კი ვაკეთებდით  დასკვნებს და პრობლემიდან გამოსავალს ვეძებდით.
    კონფერენციამ, მასწავლა სხვისი აზრის პატივისცემა, მოსმენა და შემდგომ საპირისპირო აზრის სწორად დაფიქსირება, კომუნიკაბელურობა და რაც მთავარია, უფრო ხვეწავ უცხო ენას, სწავლობ მრავალ ახალ სიტყვებს და ცდილობ შენც დააფიქსირო საკუთარი აზრი თამამად და მიიღო რჩევები და გაითვალისწინო ისინი.
    ყოველი დღე საინტერესო და სიახლით აღსავსე იყო.. 10-მა სტამბულში გატარებულმა დღემ, ძალიან დიდი ცოდნა შემძინა, მომცა გამოცდილება და შემახვედრა უამრავ ადამიანებს, შევიძინე მრავალი უცხოელი მეგობარი და დღემდე ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს სოციალურ ქსელში. 



გიორგი ქათამაძე   













среда, 8 октября 2014 г.

მსოფლიო კულტურის გაკვეთილი მუზეუმში__პედ. მადონა გოგიტიძე


2014 წელი, 8 ოქტომბერი


ქობულეთის მუზეუმისა და ქობულეთის განათლების რესურსცენტრის ერთობლივი პროგრამა წარმატებით განხორციელდა.

გაკვეთილის თემა: გენეტიკა და კულტურა 

2014 წლის 8 ოქტომბრს, ქობულეთის მუზეუმში გაიმართა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამა ქობულეთის #2 საჯარო სკოლის 10ა და 10ბ კლასის მოსწავლეებისათვის. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 4 ათეულზე მეტმა მოსწავლემ;.
შთამბეჭდავი აღმოჩნდა მოსწავლეთათვის საჯარო სკოლებში დამატებით დაშვებული

საგანი – მსოფლიო კულტურა.

ქობულეთის განათლების რესურსცენტრის უფროსის, ისტორიკოსის, მოსწავლეთა უშუალო პედაგოგის ქალბატონ მადონა გოგიტიძის მეთოდოლოგია .მოსწავლეებს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული კურსის ხალისიანად გაცნობის საშუალებას აძლევს.