понедельник, 27 февраля 2023 г.

9დ კლასი--ანა კალანდაძის ლირიკა

 ერთი რიგითი გაკვეთილი მე-9დ კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში--ანა კალანდაძის ლირიკა  მასწავლებელი: -- ზ. ანანიძე საპატიო სტუმარი:

 სკოლის დირექტორი ქალბატონი ნანი ცივაძე 

და მოწვეული პედაგოგები-მშობლები











пятница, 17 февраля 2023 г.

ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კლუბი -„კარცერ-ლუქსი“

 ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კლუბის -„კარცერ-ლუქსი“ წევრები ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
პედაგოგი: ზოია ანანიძე

შეხვედრაზე მათ მომზადებული ჰქონდათ ესეები, ,,მარადისობის კანონის” და ,,ჰელადოს” ირგვლივ. ამასთანავე მოსწავლეებმა წაიკითხეს თემატური ლექსები.








ლიტერატურული კლუბი " ლიბრო" " ... იყო მკითხველი, სასწაულია..."

 კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა

ეს ამბავი დაიწყო რამდენიმე წლის წინ...
დაიბადა კლუბის იდეა და სპონტანურად შევქმენით კიდეც...
დიდი ენთუზიაზმი, საოცარი მოტივაცია და განუზომელი სიყვარული ლიტერატურის მიმართ - აი, რა გვაერთიანებდა მაშინ(ახლაც😉), რამდენიმე საოცარი , ძალიან დატვირთული შეხვედრა და ვერაგი პანდემია...
აღარ ვისაუბრებთ გუშინდელზე...
ჩვენ გავაგრძელეთ და ეს არის ყველაზე მთავარი👌
შემოგვიერთდით❤️













четверг, 16 июня 2022 г.

კომპლექსური დავალება: დაინფიცირება და ჯანმრთელობის აღდგენა. პედაგოგი: ნანული კონცელიძე

 კომპლექსური დავალება: დაინფიცირება და ჯანმრთელობის აღდგენა.

მიმართულება: ალგებრა
სასწავლო თემა: არითმეტიკული და გეომეტრიული პროგრესიები.
საკვანძო კითხვა: როგორ შევძლოთ სიტუაციური პრობლემების გადაჭრა არითმეტიკული და გეომეტრიული პროგრესიის ფორმულების გამოყენებით?
კლასი: IXბ
პედაგოგი: ნანული კონცელიძე
მოსწავლეებმა წარმატებით შეასრულეს დავალებ









პროექტი "დედამიწის შვილები"

 ყველა დიდი საქმე იდეით იწყება, მისი განხორციელება კი-დადებითი განწყობით, ენერგეტიკითა და თბილი გულებით, რომელთა დაკავშირებით დიდი ცეცხლი აგიზგიზდება. ცეცხლი, რომელიც კი არ გწვავს, არამედ გათბობს და სიკეთედ ეღვრება სამყაროს.

🎈💕
ეს ამბავი ასე დაიწყო!📚💕
ერთხელ, გაკვეთილზე, კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, დაიბადა იდეა - შეგვესწავლა ჩვენს ქალაქში მცხოვრები არაქართველი მოსახლეობის ქვეყნების ისტორია- გეოგრაფია, კულტურა და ლიტერატურა, ტრადიციები და სამზარეულო. 🌎ამისათვის შპს ,, ფარნავაზის" მეშვიდეკლასელებმა მოიძიეს ინფორმაციები სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის🇺🇦,თურქეთის,🇹🇷ისრაელის შესახებ. დაამზადეს პოსტერები. გადაწყვიტეს, თავიანთი ნაშრომი თანატოლებისათვის გაეზიარებინათ და მოიწვიეს მე-2 საჯარო სკოლის მერვეკლასელები (რუსული სექტორი).💜
ვალში არც მეორესკოლელები დარჩნენ და წარმოადგინეს, შესაბამისად, თავიანთი ქვეყნის ეროვნული სამოსი და სამზარეულო. აჟღერდა წარმოდგენილი ყველა ქვეყნის ჰიმნი.💖
პრეზენტაციების შემდეგ დააგემოვნეს კერძები. ფარნავაზელებმა ეს სასიამოვნო შეხვედრა ცეკვებითა და სიმღერებით გაალამაზეს.🎶💃
გულისამაჩუყებელი იყო მათი დამშვიდობება, იმდენად გულისამაჩუყებელი და შთამბეჭდავი, რომ ეს მომენტი ფოტოებზე ვერ აღვბეჭდე. სიყვარულმა, ურთიერთგაგებამ, მეგობრობამ სივრცე მოიცვა და გაარღვია.
როგორია შთაბეჭდილები?!
ორივე სკოლის მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ ერთმანეთს დაუმეგობრდნენ, მიუხედავად ეროვნებისა, სარწმუნოებისა და შეხედულებების სხვადასხვაობისა, ბევრი რამ ისწავლეს და გაიგეს და გაუჩნდათ სურვილი, რეალურად ნახონ ის ადგილები, რომლებზეც ასე საინტერესოდ ისაუბრეს.
დაე, მუდამ სუფევდეს ეს განწყობა, სიმშვიდე, სიყვარული და ჰარმონია სამყაროში.
💕💕💕💕💕💕💕💕
მადლობა, სკოლის დირექტორებს- ქალბატონ მადონა ოქროპირიძეს ( შპს , ,ფარნავაზი") და ქალბატონ ნანიცივაძეს ( ქობულეთის N 2 საჯ. სკოლა) მხარდაჭერისთვის. მადლობა, ბექა გოგუაძეს -სულ ბავშვებთან იყო. გვეხმარებოდა ყველაფერში, ტექნიკურად, მორალურად, ადამიანურად. მადლობა, მშობლებს, ნდობისთვის.
მადლობა, ბავშვებო, თანამშრომლობისთვის!🏴󠁧󠁢󠁥󠁮󠁧󠁿