вторник, 30 ноября 2010 г.

ჩვენი გაკვეთილი_ქართული მწერლობის კვალდაკვალ

понедельник, 29 ноября 2010 г.

ქართული მწერლობის კვალდაკვალ__გაკვეთილის გეგმა

ინტეგრირებული საგნები


ქართული გ.ლომაძე
ინფორმატიკა ნ.გოგიშვილი
ისტორია გ.მჟავანაძე
ხელოვნება ვ.ცერცვაძე

სწავლების საფეხური III–საფეხური
XI-კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა 27
განსაკუთრებული მოდგომის მქონე პირთა რაოდენობა ––––––––––––
გაკვეთილის მიზნები და მისაღწევი შედეგები
აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განვითარება;
საპრეზენტაციო უნარის განვითარება;
შემოქმედებითი უნარისა და ინიციატივის გამოვლენა;
გამომეტყველებითი კითხვის უნარ–ჩვევის განვითარება;
ისტ–ის ტექნოლოგიების დაუფლება;
ისტორიული მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება;
შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება;
მოსწავლე ორგანიზებას უწევს სასწავლო საქმიანობას;
მოსწავლე იძენს უნარს კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად თავი მოუყაროს საჭირო ცოდნას და რესურსებს;
მოსწავლე თანამშრომლობს თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან;
ხელოვნების სხვადასხვა დარგებს შორის არსებული კავშირის ძიების უნარის განვითარება;
დროის ლიმიტის დაცვა აქტივობის შესრულებისას;
თვითშეფასების უნარის განვითარება;
წერითი უნარჩვევების განვითარება.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები ქართ. XI
1; 2; 3; 4;
თანმიმდევრობა ზეპირმეტყველება, სლაიდ–შოუ, გამომეტყველებითი კითხვა, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია, თვალსაჩინოება, თვითშეფასება.

კლასის ორგანიზება
კლასი მასწავლებლის შეხედულებისამებრ იყოფა ოთხ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს მომზადებული აქვს საპრეზენტაციო სლაიდ–შოუ ისტ–ის ტექნოლოგიების გამოყენებით;

I ჯგუფი–ტემა; ტაო–კლარჯეთი სულიერების კერა IX-X ს.ს.

II ჯგუფი–„ვეფხისტყაოსანი“ მხატვართა შთაგონების წყარო

III ჯგუფი–„მას ვსვჭვრეტ პატიმრად ვის მონებს გული“

გაკვეთილს იწყებს ქართული ენის მასწავლებელი, რომელიც ხსნის თუ რატომ შეარჩიეს მოსწ. საპრეზენტაციოდ ზემოთ ჩამოთვლილი თემები, ჯგუფებს უსვამს კითხვებს, თუ როგორ მოიძიენ მასალები ინტერნეტში, შემდეგ ჯგუფის ლიდერები ტანმიმდევრობით იწყებენ პრეზენტაციას შესაბამისი ინსტრუქციების დაცვით, თითოეული აჩვენებს სლაიდ შოუს, მათ ეხმარებათ ინფორმატიკის მასწავლებელი , მოსწავლ. კითხულობენ პოეტთა ლექსებს, შემდეგ კი დრო ეთმობა გამომეტყველებით კითხვას ალ, ჭავჭავაძის „სალონში“ პროექტორით გაშუქდება ელ. ახვლედიანის რეპროდუქცია, მოსწ. კითხულობენ ალ. ჭავჭავაძის, გრ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის ლექსებს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მასწავლებელი ურიგებს მოსწ, თვითშეფასების სქემას, მოსწ. ახდენენ თვითშეფასებას მოდემული კითხვების შესაბამისად.

დ რ ო
პროვოცირება–5წთ.
პრეზენტაცია–7 წთ.
ჯგუფს სულ 28 წთ.
ალ.ჭავჭავაძის სალონში–გამომეტყველებითი კითხვა 10 წთ.
შეფასება–2 წთ.
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი აკეთებს დასკვნას, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა დღევანდელ გაკვეთილს. რომ შუშანიკი მხოლოდ მარტვილი არ არის, გრიგოლი კი ასკეტი ბერი, ისინი იბრძოდნენ იმ სიწმინდისათვის, რასაც დღეს „მამული, ენა, სარწმუნოება“ ჰქვია. „ვეფხისტყაოსანი“ კი შედევრია, რომელსაც დავიწყების ფერფლი არ დაეყრება, ქართველი რომანტიკოსები კისაქართველოს ისტორიის კუთვნილებაა, რომლითაც ამაყობს.ერი
შეფასება თვით შეფასების ცხრილი

რა დამამახსოვრდა კლასის დატოვების შემდეგ
სახელი და გვარი––––––––––––––––––––––––
კლასი–––––––
გაკვეთილის თემა––––––––––––––––––––––––
თარიღი

განმსაზღვრელი–––––––––––––––––
საკლასო მენეჯმეტი და საგანმანათლებლო რესურსები სახელმძღვანელო, პოსტერები, მარკერები, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, დაფა.

რუსული აგრესია


2008 wlis agvistoSi skola maspinZlobda goridan iZulebiT gadaadgilebul ojaxebs. სkola yvelanairad cdilobda, rom wuTiTac mainc Seemsubuqebia is tkivili da ubedureba, romelic rusulma agresiam mogvitana.

ჩვენი გამარჯვებულები

ჩვენ გვიყვარს საქართველო

ყველაზე ჭკვიანი

მომავალი თაობა

სკოლის ბიბლიოთეკა


mdidaria saskolo biblioTeka. skolaSi Semovida prezidentis saCuqari 50 dasaxelebis sportuli inventari, saskolo biblioTekisaTvis_61 dasaxelebis klasgareSe mxatvruli literatura. skolis biblioTekis (biblioTekari nato JRenti) wignadi fondi Seadgens 13397 egzemplars, saxelmZRvaneloTa raodenobaa 11488. gasul saswavlo wels aWaris mTavrobam saCuqrad Semoitana skolebSi saxelmZRvaneloebi_5927 egzemplari. wels pirvelklaselTaTvis saCuqrad Semovida CanTebi da saxelmZRvaneloebi (396 wigni).

მინისტრის სტუმრობა


prezidentis programiT ,,Cemi pirveli kompiuteri” dajildovda 11 warCinebuli X_XI klaseli (2008w.). mimdinare saswavlo wels dajildovda Svidi warCinebuli meaTeklaseli.

კომპიუტერული ლაბორატორია

სკოლის მოკლე ისტორია

ქობულეთის N2 საჯარო სკოლა

ქობულეთი რუსთაველის 136
საინდიფაკაციო კოდი 246994007
ტელეფონი:  426 26 88 74



.....

1943 წელს ქობულეთში რუსული საშუალო სკოლა გაიხსნა. პირველი დირექტორი კ. ცქვიტინიძე იყო. სამოცი წლის განმავლობაში სკოლას ხელმძღვანელობდნენ: კლეონი სანდოპულო, ვალერიან ხინიკაძე, მემედ ყულეჯიშვილი, ვალერი შაქარიშვილი. თავდაპირველად სკოლაში 50–მდე მოსწავლე ყოფილა, ძირითადად რუსი და სომეხი ეროვნების. სკოლა პატარა, ორსართულიან შენობაში გაიხსნა. 60–იან წლებში იმავე ტერიტორიაზე აშენდა სამსართულიანი სასწავლო მეორე კორპუსი. 1973 წელს სკოლა გადავიდა ახალ, ოთხსართულიან შენობაში – რუსთაველის ქ. N136.იმ წელს სკოლაში 1200 მოსწავლე სწავლობდა... 1990 წლამდე სკოლა იური გაგარინის სახელს ატარებდა.
რუსული საშ. სკოლის ყოფილ შენობაში 9 აპრილის ქ. ნ11 (ყოფილი ორჯონიკიძის ქუჩა) 1973 წლიდან გაიხსნა N8 საშ.სკოლა, ქალაქის N1, N3, N4, N6 საშ. სკოლების მოსწავლეთა კონტიგენტის ბაზაზე, პედაგოგებიც ამავე სკოლებიდან მოიწვიეს. 1973–1974 სასწავლო წლისათვის სკოლაში 305 მოსწავლე და 28 მასწავლებელი იყო. 1973 წლიდან 2005 წლამდე სკოლას ხელმძღვანელობდა ქ–ნი ლეილა მეგრელიძე. 1985 წელს N8–ის ნაცვლად სკოლას მიენიჭა N7. 1990 წლამდე ის ატარებდა ზოია რუხაძის სახელს.
2006 წლის მაისიდან N2 და N7 საშუალო სკოლები საჯარო სამართლის იურიდიული პირები გახდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნ52 ბრძანებით (24.01.07) რეორგანიზებულ იქნა N2 და N7 საჯარო სკოლები. "ქობულეთის N7 საჯარო სკოლა მიუერთეს ქობულეთის N2 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებიტ, საბაზო, საშუალო საფეხურზე".
ქობულეთის N2 საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი განახლებულ, გარემონტებულ ოთხსართულიან შენობაში, რუსთაველის ქ. ნ136–ში დაიწყო 2007 წლის 17 სექტემბერს. განახლებულმა N2 საჯარო სკოლამ თავისი ისტორიის ათვლა, შეიძლება ითქვას, სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N543 ბრძანებით (25.07.07) სკოლის დირექტორად რეგისტრირებული იქნა სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული (07.07.07) ქ–ნი ნარგიზ ბაღიშვილი. დირექტორის მოადგილეებად დაინიშნენ ნინო მახარაძე (2009 წლამდე0, დარეჯან ქარცივაძე, თალიკო ბეჟანიძე, ირინა ტაკიძე (2009) წლამდე. სამეურვეო საბჭოს თავჯდომარეა ნანი ცივაძე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. სამეურვეო საბჭოს წევრი, მოსწავლეთა თვითმართველობიდან მესამე საფეხურის წარმომადგენელი, მე–11 კლასელი ილია გოგიტიძე.
ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში ორი სექტორია: ქართული და რუსული, ქართულ და რუსულ ენებთან ერთად ისწავლება ინგლისური, ფრანგული, გერმანული ენები.
სკოლის ეზო კეთილმოწყობილია, შენობა ოთხსართულიანია, ნათელი საკლასო ოთახები, ფართო დერეფნები, კომპიუტერული ლაბორატორია, მდიდარი ბიბლიოტეკა, სპორტული დარბაზი, ფსიქოლოგისა და ლოგოპედის კაბინეტები, სასკოლო ბუფეტი. მუშაობს სპორტული, ქორეოგრაფიული, კომპიუტერის შემსწავლელი, შემოქმედებითი, ინტელექტუალთა კლუბები.

სკოლის დირექტორი


ნარგიზ  ბაღიშვილი

ჩვენი სკოლა__ქ.ქობულეთის N2