воскресенье, 22 апреля 2018 г.

კლუბის "ეს ჩემი უფლებაა" წევრების სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია თბილისში საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში.


ამ/წლის 20 აპრილს ჩვენი სკოლის მოსწავლეთა კლუბის "ეს ჩემი უფლებაა" წევრები სასწავლო-შემეცნებითი მიზნით იმყოფებოდნენ თბილისში საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში. მათ ლექცია ჩაუტარა სახალსო დამცველმა ქალბატონმა ნინო ლომჯარიამ, მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ეკატერინე სხილაძემ. მათ ასევე მოსწავლეებისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრეს და შეკითხვებზეც უპასუხეს. მოსწავლეები თბილისში სახალისო საბუნებისმეტყველო მუზეუმს "ექსპერიმენტორიუმსაც" ეწვივნენ, მოინახულეს ცნობილი ისტორიული ძეგლები მცხეთაში სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი და სამთავროს ტაძარი. მოსწავლეები იმყოფებოდნენ სამების ტაძარშიც. კლუბი გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის #2 საჯარო სკოლის დირექტორს და ადმინისტრაციას.

ამ ექსკურსიას ხელმძღვანელობდნენ ქობულეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მადონა გოგიტიძე და ნინო მახარაძე.












Комментариев нет:

Отправить комментарий