среда, 23 февраля 2011 г.

სკოლებში პირველკლასელთა მიღების წესი დადგინდა


 

 21.02.2011 

      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2011 წლის 1 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, საქართველოს საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციას აცხადებს, ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ბრიფინგი გამართა. 2011 წლიდან სრულიად იცვლება სკოლებში პირველკლასელთა მიღების წესი, პროცესი გამჭირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება. პირველად საქართველოში, ყველა სკოლისთვის პირველკლასელთა განაცხადების მიღების კონკრეტული ვადები დადგინდა, არ მოხდება მშობლის განაცხადის მიღება დადგენილ ვადამდე ან ვადის გასვლის შემდეგ. სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით, რეგისტრაცია იწარმოებს იმ პირველკლასელთათვის ვისი მშობლებიც ასწავლიან ან ვისი დედმამიშვილიც უკვე სწავლობს აღნიშნულ სკოლაში. ყველა სხვა პირველკლასელისთვის რეგისტრაცია 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით იწარმოებს. იმისთვის, რომ ბავშვმა 15 სექტემბერს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი მიიღოს, აუცილებელია მშობელმა დროულად მიაკითხოს შერჩეულ საჯარო სკოლას და დარეგისტრირდეს არა უგვიანეს 15 მაისისა.mes.gov.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий