понедельник, 19 февраля 2018 г.

2018 წ. 17 თებერვალი.__კონფერენცია თემაზე: "გენდერული თანასწორობა XXI საუკუნეში".


2018 წ. 17 თებერვალი.
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის #2 საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: "გენდერული თანასწორობა XXI საუკუნეში". მონაწილეობდნენ IX-XI კლასის მოსწავლეები. კონფერენცია მოამზადა და ჩაატარა სკოლის ჰუმანიტარულმა კათედრამ ( პედაგოგები თამარ გოგიტიძე, ნაზი ცინცაძე). კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 14 ნამუშევარი.კონფერენცია გახსნა და გენდერულ თანასწორობაზე ილაპარაკა ლიდერობის აკადემია 2 მოდული 6-ის (თანასწორობის საკითხები) მონაწილემ, სკოლის ფასილიტატორმა ია ემინაძემ.
საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ ევა გვანცელაძე, ნინი ქათამაძე, მიხეილ მორალიშვილი, ციალა ხაბაზი, გვანცა დედოფალიძე, ნანი ფიფია, მარი ცეცხლაძ, ელენე ნიჟარაძე, გიორგი ქათამაძე, თამუნა ზოიძე, ნანა გოგუა, თემურ შაქარიშვილი, საბა მეგრელიძე.....
პედაგოგმა თამარ გოგიტიძემ შეაჯამა და შეაფასა კონფერენცია, გააკეთა ანალიზი და დასკვნები, თუ როგორ ესმით XXI საუკუნის ახალგაზრდებს გენდერული თანასწორობა....
სკოლის დირექტორმა ნარგიზ ბაღიშვილმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და პედაგოგებს კონფერენციის მომზადებასა და ჩატარებაში, მოსწავლეთა აქტიურობისათვის.





















Комментариев нет:

Отправить комментарий