вторник, 14 ноября 2017 г.

მოსწავლეთა კლუბი „ეს ჩემი უფლებაა“


ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში მსოფლიო კულტურის მასწავლებელ მადონა გოგიტიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა კლუბი „ეს ჩემი უფლებაა“ შეიქმნა.

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების იდეებზეა დაფუძნებულ კლუბში მე-10 კლასის 15 მოსწავლეა გაწევრიანებული. კლუბის მიზანია, მოსწავლეები უკეთ გაეცნონ ადამიანის უფლებათა შესახებ არსებულ თემებს, მსოფლიოში საყოველთაოდ მიღებულ შეთანხმებებსა და დოკუმენტებს. მოსწავლეები ყოველკვირეულ შეკრებებზე განიხილავენ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების თემაზე არსებულ საკითხებს, დოკუმენტებს. გეგმავენ სხვადასხვა საინტერესო აქტივობას.

სკოლის ეზოში მოსწავლეთა შემეცნებითი აქცია მოეწყო დევიზით „არა ძალადობას.“ კლუბის წევრებმა წინასწარ დაამზადეს ტრაფარეტები და თანატოლებს მოუწოდეს მეტი ყურადღება გამოიჩინონ ძალადობისა და ბულინგის შესაძლო ფაქტებზე.





Комментариев нет:

Отправить комментарий