четверг, 11 апреля 2019 г.

დირექტორი--ნანი ცივაძე


ჩვენს საყვარელ კოლეგას, ქართული ენისა და ლიტერატურის შესანიშნავ მასწავლებელს, თავის საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებულ ადამიანს და ერთ-ერთ გამორჩეულ ქობულეთელს ქ-ნ. ნანი ცივაძეს, ვულოცავთ ქ. ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორად დანიშვნას.

გვჯერა, ახალი ხელმძღვანელი ღირსეულად გაგვიძღვება და ერთად მრავალი წარმატების მოწმენი გავხდებით. 
კიდევ ერთხელ გილოცავთ!
გვიყვარხართ და გვეამაყებით!




четверг, 20 сентября 2018 г.

ნარგიზ ბაღიშვილი


ახალი სასწავლო წელი მეორე სკოლელებისათვის უდიდესი ტკივილით დაიწყო. პედაგოგთა და დირექტორთა რიგებს გამოაკლდა კეთილშობილებით სავსე ხელმძღვანელი, ქალბატონი ნარგიზ ბაღიშვილი, ადამიანი, რომელიც თავისი პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმით, საქმის სიყვარულით და ერთგულებით გამოირჩეოდა ყოველთვის.
ძალიან ვწუხვართ და გვტკივა უთქვენობა ნარგიზ მასწავლებელო