ჩემო მეთორმეტეკლასელებო, სევდანარევი სიხარულით
გილოცავთ დღევანდელ დღეს, ვწუხვარ, საყოველთაო პანდემიის ფონზე ,სკოლის შენობაში რომ ვერ გმასპინძლობთ
და ვერ გაცილებთ სკოლის დამთავრების მაუწყებელი ზარით. მწამს, რომ ღირსეულად გააგრძელებთ
მე-2 სკოლის ტრადიციებს, უდიდეს გამარჯვებასბ იზეიმებთ ეროვნულ გამოცდებზე,წარმატებით
დაამთავრებთ უმაღლეს სასწავლებლებს და ჩვენს
რაიონს ღირსეულ მოქალაქეებად დაუბრუნდებით. ცხოვრება რთულია ანუ ,როგორც დიდი ილია ბრძანებდა:,,უთავბოლო
და უსწორმასწორია წუთისოფელი’’.... ვერ გეტყვით, რომ ია-ვარდებით მოფენილ გზაზე ივლით-მეთქი.
წინ სირთულეებით აღსავსე ცხოვრება გელოდებათ, მაგრამ დამერწმუნეთ, სიცოცხლე მშვენიერია
და ცხოვრებასაც ფასი მაშინ აქვს ,როცა სირთულეებს ღირსეულად შეეჭიდებით. გილოცავთ და
გლოცავთ, გვიყვარხართ და გვეიმედებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий