вторник, 15 мая 2018 г.

მოსწავლეთა კლუბი "ეს ჩემი უფლებაა"

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად სსიპ ილია ჭავჭავაძის ქალაქ ქობულეთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კლუბმა "ეს ჩემი უფლებაა" მიმდინარე წლის 14 მაისს 13:00 საათზე ქობულეთის მუზეუმში "საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის" პროექტის "დამოუკიდებლობა თავისუფლებისათვის" ფარგლებში გამართა პრეზენტაცია. აღნიშნული ღონისძიება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს და ითვალისწინებს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლიან პერიოდში არსებული პროცესების მიმართ, ახალგაზრდების ჩართვას სამოქალაქო საზოგადოების განვითარების და სასკოლო ცხოვრების გააქტიურების საქმეში. კლუბის ხელმძღვანელი, ამავე სკოლის მსოფლიო კულტურის პედაგოგი, ისტორიის აკადემიური დოქტორი მადონა გოგიტიძე აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა მიერ მომზადებული პრეზენტაცია 1918-2018 წლების იმ 18 ძირითან მიღწევასა და ნიშანს მოიცავდა, რის გამოც მოსწავლეები ამტკიცებენ დამოუკიდებლობის აუცილებლობას თავისუფლებისთვის. პრეზენტაციაში მონაწილეობას ღებულობდა სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნარგიზ ბაღიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის, მერიის წარმომადგენელი, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი 
ნათია ნიჟარაძე.














Комментариев нет:

Отправить комментарий