среда, 16 апреля 2014 г.

„გავუფრთხილდეთ გარემოს“

2014  წლის 15 აპრილს ქალაქ  ქობულეთში საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა უცხოელი მოხალისეებისა და ქართველი მოსწავლეების ერთიანი შაბათობა, სადაც მოსწავლეებმა და უცხოელმა მოხალისეებმა ერთად დაალაგეს და დარგეს ნერგები, საინტერესო შეხვადრა მოაწყვეს მე 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რამაც დიდად გაახალისა უცხოელი სტუმრები, ამ ურთიერთობას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის წარმომადგენლები და გამწვანების უფროსი ბატონი: ს. ბლადაძე, სულ 24 მოსწავლე და 30 მოხალისე ერთიანად შრომობდნენ, დიდი ხალისით ალაგებდნენ საავადმყოფოს მიმდებარე ადგილებს.
უცხოელ მოხალისეებს მეთაურობდა ქალბატონი: 
ეკატერინე მარუკაშვილი და ზლატო სუდორსკი ,
 ხოლო ქართველ მოსწავლეთა ჯგუფს  ხელმძღვანელობდა  ქალაქ ქობულეთის მე 2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი:  ლიანა მეგრელიძე

შაბათობაზე აქტიურობდა როგორც უცხოელი, ასევე ქ. ქობულეთის მე 2 საჯარო სკოლის მოსწავლეები.ეს ლამაზი დღე დასრულდა ქართული ტრადიციული ცეკვებისა და სიმღერების ფონზე.  ამ აქტივობაში მონაწილეობა მიიღო მე 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.


Комментариев нет:

Отправить комментарий