,,The Best Linguist”
პირველ ტურში მონაწილეობდა 7 მოსწავლე:
1. გიორგი ქათამაძე 7 კლ.
2. ელენე ხვიჩია 7 კლ.
3. ქეთი გეგუჩაძე 9 კლ.
4. ნინო ეკიმოვი 9 კლ.
5. ირაკლი ჭყონია 9 კლ.
6. ირაკლი წულიკიძე 8 კლ.
მეორე ტურში გადავიდა 3 მოსწავლე:
1. ნინო ეკიმოვი
2. ქეთი გეგუჩაძე
3. ელენე ხვიჩია
ხოლო მესამე ტურში გადავიდა ელენე ხვიჩია
მესამე ტური ჩატარდა ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში, სადაც ზესტაფონის, სამტრედიის, ზუგდიდის, ქობულეთისა და ქუთაისის სკოლებიდან 18 კონკურსანტი მონაწილეობდა. კონკურსის მიმდინარეობას აკვირდებოდნენ და დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განათლების ექსპერტი ბენ პილიგრინი,
კონკურსის მეორე ტურში ყველა მონაწილესთან გასაუბრება live რეჟიმში Skype-ის საშუალებით განხორციელდა. კონკურსის ამ ეტაპს ამიტომაც ეწოდა “skype ტური“. აღნიშნულმა აქტივობამ რეგიონების მოსწავლეებს გაუმარტივა კონკურსში მონაწილეობა. დასკვნით „Blog“ ტურში კონკურსანტებს ევალებოდათ მითითებული თემებიდან აერჩიათ ერთ-ერთი და შეექმნათ ბლოგი, რომლის ლინკსაც გააგზავნიდნენ moazrovne@17school.ge მისამართზე. ფინალისტებმა საინტერესო ვარიანტები წარმოადგინეს, ძალზე რთული აღმოჩნდა მათ შორის საუკეთესოთა გამოვლენა.
გამარჯვებულებს შორის არის ჩვენი სკოლის მე–7 ა კლასის მოსწავლე ელენე ხვიჩია, რომელიც დაჯილდოვდა 4გბ (გიგაბაიტიანი) ჩიპით, წიგნებით და ,,The Best Linguist” დიპლომით.
მისი ბლოგის მისამართია:
www.thehappiestchistmas.blogspot.com