ქობულეთის N2 საჯარო სკოლა
ქობულეთი რუსთაველის 136
საინდიფაკაციო კოდი 246994007
ტელეფონი: 426 26 88 74
.....
1943 წელს ქობულეთში რუსული საშუალო სკოლა გაიხსნა. პირველი დირექტორი კ. ცქვიტინიძე იყო. სამოცი წლის განმავლობაში სკოლას ხელმძღვანელობდნენ: კლეონი სანდოპულო, ვალერიან ხინიკაძე, მემედ ყულეჯიშვილი, ვალერი შაქარიშვილი. თავდაპირველად სკოლაში 50–მდე მოსწავლე ყოფილა, ძირითადად რუსი და სომეხი ეროვნების. სკოლა პატარა, ორსართულიან შენობაში გაიხსნა. 60–იან წლებში იმავე ტერიტორიაზე აშენდა სამსართულიანი სასწავლო მეორე კორპუსი. 1973 წელს სკოლა გადავიდა ახალ, ოთხსართულიან შენობაში – რუსთაველის ქ. N136.იმ წელს სკოლაში 1200 მოსწავლე სწავლობდა... 1990 წლამდე სკოლა იური გაგარინის სახელს ატარებდა.
რუსული საშ. სკოლის ყოფილ შენობაში 9 აპრილის ქ. ნ11 (ყოფილი ორჯონიკიძის ქუჩა) 1973 წლიდან გაიხსნა N8 საშ.სკოლა, ქალაქის N1, N3, N4, N6 საშ. სკოლების მოსწავლეთა კონტიგენტის ბაზაზე, პედაგოგებიც ამავე სკოლებიდან მოიწვიეს. 1973–1974 სასწავლო წლისათვის სკოლაში 305 მოსწავლე და 28 მასწავლებელი იყო. 1973 წლიდან 2005 წლამდე სკოლას ხელმძღვანელობდა ქ–ნი ლეილა მეგრელიძე. 1985 წელს N8–ის ნაცვლად სკოლას მიენიჭა N7. 1990 წლამდე ის ატარებდა ზოია რუხაძის სახელს.
2006 წლის მაისიდან N2 და N7 საშუალო სკოლები საჯარო სამართლის იურიდიული პირები გახდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნ52 ბრძანებით (24.01.07) რეორგანიზებულ იქნა N2 და N7 საჯარო სკოლები. "ქობულეთის N7 საჯარო სკოლა მიუერთეს ქობულეთის N2 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებიტ, საბაზო, საშუალო საფეხურზე".
ქობულეთის N2 საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი განახლებულ, გარემონტებულ ოთხსართულიან შენობაში, რუსთაველის ქ. ნ136–ში დაიწყო 2007 წლის 17 სექტემბერს. განახლებულმა N2 საჯარო სკოლამ თავისი ისტორიის ათვლა, შეიძლება ითქვას, სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N543 ბრძანებით (25.07.07) სკოლის დირექტორად რეგისტრირებული იქნა სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული (07.07.07) ქ–ნი ნარგიზ ბაღიშვილი. დირექტორის მოადგილეებად დაინიშნენ ნინო მახარაძე (2009 წლამდე0, დარეჯან ქარცივაძე, თალიკო ბეჟანიძე, ირინა ტაკიძე (2009) წლამდე. სამეურვეო საბჭოს თავჯდომარეა ნანი ცივაძე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. სამეურვეო საბჭოს წევრი, მოსწავლეთა თვითმართველობიდან მესამე საფეხურის წარმომადგენელი, მე–11 კლასელი ილია გოგიტიძე.
ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში ორი სექტორია: ქართული და რუსული, ქართულ და რუსულ ენებთან ერთად ისწავლება ინგლისური, ფრანგული, გერმანული ენები.
სკოლის ეზო კეთილმოწყობილია, შენობა ოთხსართულიანია, ნათელი საკლასო ოთახები, ფართო დერეფნები, კომპიუტერული ლაბორატორია, მდიდარი ბიბლიოტეკა, სპორტული დარბაზი, ფსიქოლოგისა და ლოგოპედის კაბინეტები, სასკოლო ბუფეტი. მუშაობს სპორტული, ქორეოგრაფიული, კომპიუტერის შემსწავლელი, შემოქმედებითი, ინტელექტუალთა კლუბები.

Комментариев нет:
Отправить комментарий