понедельник, 25 апреля 2016 г.
გაკვეთილი პროექტი
19 აპრილს ქობულეთის N2 საჯარო სკოლის 11ა კლასის მოსწავლეებმა ინტეგრირებული (ქართულ-რუსული) პროექტი გაკვეთილი ჩაატარეს. ეს იყო სამ თვიანი პროექტის შეჯამება სახელწოდებით "ჩვენ და რომანტიკოსები". გაკვეთილი კვლევით ხასიათს ატარებდა, რომელიც იყოფოდა რამდენიმე ნაწილად: პრეზენტაცია, "ჩვენ ვწერთ ესეს", "ჩვენ ვკითხულობთ ლექსებს" და თვითშეფასება. აქვე იყვნენ მოწვეულნი კონპეტენტური ჟიური, ქართული და რუსული კათედრის წარმომადგენელი პედაგოგები. პროექტის იდეის ავტორი და სულის ჩამდგმელნი იყვნენ: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გიული ლომაძე და რუსული ენა-ლიტერატურის პედაგოგი იამზე ყულეჯიშვილი. ჟიურის შეფასების შემდეგ დაისახა საინტერესო სამომავლო მიზნები.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEj00RZGGFkQEDZU4d2H2Rx86hnQ2dja_6_qe0MfRd89mKEW9gluoiEhp44xJmIzvp9fvpIOpknorA3pFETSmN7kR6qsqQb_hujo2O2uMqOxHY2fiAqA2uZoLouVXDUGyhwY7vt3H_qAv7LK/s640/%25E1%2583%2592%25E1%2583%2598%25E1%2583%25A3%25E1%2583%259A%25E1%2583%2598_AutoCollage_7_Images.jpg)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEj00RZGGFkQEDZU4d2H2Rx86hnQ2dja_6_qe0MfRd89mKEW9gluoiEhp44xJmIzvp9fvpIOpknorA3pFETSmN7kR6qsqQb_hujo2O2uMqOxHY2fiAqA2uZoLouVXDUGyhwY7vt3H_qAv7LK/s640/%25E1%2583%2592%25E1%2583%2598%25E1%2583%25A3%25E1%2583%259A%25E1%2583%2598_AutoCollage_7_Images.jpg)
вторник, 19 апреля 2016 г.
понедельник, 18 апреля 2016 г.
четверг, 14 апреля 2016 г.
среда, 6 апреля 2016 г.
საიტერესო შეხვედრა
განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის და ხელშეწყობის პროგრამის ეგიდით სკოლას სტუმრობდნენ და უფროს კლასელებს შეხვდნენ პროგრამის ფასილიტატორი--იურისტი
ბ-ნი ასლან ჭანიძე, აჭარის ა.რ. უზენაისი საბჭოს დებუტატი--პროფესიით პედაგოგი
ქ-ნი ასმათ დიასამიზე, მზარეული
ქ-ნი ნათია ვაშაყმაძე.
დემოკრატიის ინსტიტუტის ფასილიტატორებმა და "მოხალისე-პროფესიონალებმა" სკოლის მოსწავლეებთან ერთად იმსჯელეს პროფესიის არჩევის დროს გასათვალისწინებელ გარემოებებზე, სხვადასხვა პროფესიის მნიშვნელობაზე, უმაღლესი და პროფესიული განათლებით დასაქმებისა და განვითარების შესაძლებლობაზე.
Подписаться на:
Сообщения (Atom)