გაკვეთილის გეგმა:
თარიღი ____ 22.03.1011 წ.
კლასი ____ XI ბ
საგანი ____ ქართული ენა და ლიტერატურა.
პედაგოგი ____ ნაზი ცინცაძე
მოსწავლეთა რაოდენობა ____27
გაკვ. თემა ___ „ოთარაანთ ქვრივი საერთო ტიპთა გალერეაში“
მუშაობის მეთოდი ___ დისკუსია
მიზანი ____მსჯელობის უნარის განვითარება,
შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება,
ქალის როლის, დანიშნულების გარკვევა
წუთისოფლის საქმეში.
წერითი უნარ–ჩვევის განვითარება.
სტანდარტთან შესაბამისობა: ქართ XI 1, 2, 3, 4,9.
რესურსები ____ სახელმძღვანელო, ილიას პუბლიცისტური წერილები,
კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი.
აქტივობები ____ ჯგუფების ფორმირება
I ჯგუფი –– მეცნიერები იმსჯელებენ ოთარაანთ ქვრივის ცხოვრების პრინციპებზე.
II ჯგუფი –– კრიტიკოსები –– იმსჯელებენ თუ სად მოუხუჭა ოთარაანთ ქვრივმა წუთისოფელს თვალი
III ჯგუფი –– მაძიებლები იმსჯელებენ ოთარაანთ ქვრივის სიკვდილი ტრაგედიაა თუ წუთისოფლის უსამართლობა. მოიძიებენ პარალელებს საერთო ტიპთა გალერეადან, თანამედროვე ცხოვრებიდან და შეადარებენ პერსონაჟს თანამედროვე დედებს.
IV ჯგუფი –– მხატვრები ––შექმნიან ოთარაანთ ქვრივის სახასიათო პორტრეტებს.
ერთ–ერთი მოსწავლე იწყებს გაკვეთილს, განმარტავს თუ რატომ გადაწყვიტეს ამ გაკვეთილის ჩატარება.
I ჯგუფი –– მეცნიერები მსჯელობენ ოთარაანთ ქვრივის ცხოვრების პრინციპებზე.
II ჯგუფი ––კრიტიკოსები ერთვებიან დისკუსიაში სვამენ კითხვებს, განსაკუთრებით საინტერესო კითხვას –– საჭიროა თუ არა დღეს „ტკბილი სიტყვა“
III ჯგუფი –– მოიძიებენ ილიას პუბლიცისტურ წერილებს და წამოჭრილი საკითხებით ამართლებენ თუ უარყოფენ ოთარაანთ ქვრივის ცხოვრების პრინციპებს.
კამათის შემდეგ წერენ ესეს: ოთარაანთ ქვრივი და თანამედროვე დედები.